გოგი წულაია: მოვუწოდებ ჩემს ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ კობა ნარჩემაშვილს
„პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი წულაიამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებულია რღვევის პროცესი და ამ პროცესის დასაჩქარებლად „ნაციონალური მოძრაობის" არცერთმა კანდიდატმა არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში. წულაია თავის ამომრჩეველს მიმართავს და მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ კობა ნარჩემაშვილს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებულია რღვევა, დაპირისპირება ერთმანეთში და ამ პროცესს ხელს შუწყობს, დააჩქარებს და უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს, თუკი „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არჩევნებში დამარცხდებიან. კონკრეტულად საუბარი მაქვს ქუთაისის 49-ე ოლქზე. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ოლქში „ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, ეს დააჩქარებს იმ პროცესებს, რომ გამოთავისუფლდეს ოპოზიციური ფლანგი და ამან იქნებ უკეთ დაანახოს მთელ ოპოზიციას გაერთიანებისა და მესამე ძალის საჭიროება, რამეთუ ამას ითხოვს ამომრჩეველი.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო ჩემს ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ კობა ნარჩემაშვილს და არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ხმა „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, რამეთუ ეს შეცვლის სიტუაციას ქვეყანაში და დააჩქარებს „ნაციონალური მოძრაობის" რღვევას, დააჩქარებს ოპოზიციური ფლანგის გამოთავისუფლებას და გამოიწვევს სასიკეთო ძვრებს", - განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















