გოგი წულაია ქუთაისის თვითმმართველობას თანხის გათეთრებაში ადანაშაულებს
საარჩევნო ბლოკის „პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" დეპუტატობის კანდიდატი გოგი წულაია ქუთაისის თვითმმართველობას ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.
„ზუსტად ერთი თვის წინ მერიამ ქვეითად მოსიარულეებისათვის აღმაშენებლის გამზირზე ზებრა გადასასვლელები გააკეთა. გამოყოფილი იყო 10 ათასობით ლარი და აღნიშნეს, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ზებრა გადასასვლელები მოაწყეს და ამით თავს იწონებდნენ. დახაზვიდან რამდენიმე დღეში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით გადათხარეს გზა მილების გამოსაცვლელად. ეს არის ფულის გათეთრების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი. ეს არის დანაშაული ქალაქის წინაშე“,-აცხადებს წულაია.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ბატონ გოგის ნერვიულობის საფუძველი არ აქვს.
ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს წყლის სარეაბილიტაციო სამუშაობი, რაც 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. იქ სადაც იჭრება გზა, მილების დატესტვის შემეგ ხდება საფარის აღდგენა. ბატონ გოგის ნერვიულობის საბაბი არ აქვს. რაც შეეხება თანხებთან დაკავშირებით გაკეთებულ აბსურდულ კომენტარს, ამისთვის არსებობს სამართალდამცავები. თუ რაიმე ეჭვი აქვს ბატონ გოგის მიმართოს შესაბამის უწყებას.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















