გოგი წულაია სასტუმრო "ქუთაისის" აღდგენას მოითხოვს
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიამ სასტუმრო "ქუთაისის" წინ აქცია გამართა. წულაიას განცხადებით, სასტუმროს შენობა 10 წლის წინ გაიყიდა, თუმცა ის ამდრომდე უფუნქციოდ არის.
"სასტუმრო ქუთაისის შენობა 10 წლის წინ გასხვისდა და ამ დრომდე უფუნქციოთ არის. მოუწესრიგებელია მიმდებარე ტროტუარი, ეს ყველაფერი არის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ხშირად გადაადგილდებიან ტურისტები. რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ და ისინი საცოდავად, წიწილებივით გამოყარეს გარეთ, თუ არაფერს აკეთებდნენ, ისინი მაინც გარეჩერებინათ შენობაში. მინდა მივმართო ქალაქის მერს, დაინტერესდეს აღნიშნული შენობით და მოითხოვოს სასტუმროს აღდგენა, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები და დასაქმდნენ მოქალაქეები",-აღნიშნა წულაიამ.
შეგახსენებთ, სასტუმრო ქუთაისი წლების წინ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა შეიძინა.
შენობამ, როგორც ერთერთი ჰესის ადმინისტრაციამ, ფუნქციონირება 1938 წელს დაიწყო, გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან კი იქ სასტუმრო „ქუთაისი“ განთავსდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















