|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოვუწოდებ მძღოლებს, "პარკინგსერვისის" საჯარიმო ქვითარი დაწვან" (VIDEO)

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ  შპს  "პარკინგსერვისის" საჯარიმო ქვითარი მერიის წინ დაწვა. წულაიას განცხადებით, მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს მოსაკრებელს უკანონოდ კრებს. მისივე თქმით, "პარკინსერვისს" არ აქვს დაკანონებული პარკირების ადგილები. 

"ავტომობილის მფლობელებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ვედავებით მერიის მიერ დაფუძნებულ "პარკინგსერვისს". პირველი სასამართლო პროცესი უკვე შედგა. სასამართლო სხდომაზე "პარკინგსერვისის" იურისტმა ზაზა ქათამაძემ აღიარა, რომ  არავითარი პასუხისმგებლობა  არ ეკისრება მძღოლს იმ ჯარიმით, რომელიც საქარე მინაზეა გაკრული. მოვუწოდებ მძღოლებს "პარკინგსერვისის"  საჯარიმო ქვითარი დაწვან და ჩააგდონ ურნაში",- აღნიშნა გოგი წულაიამ.

წულაიამ "პარკინგსერვისს" რამდენიმე თვის წინ  სასამართლოში უჩივლასასამართლო  განაჩენს, სავარაუდოდ,  13 მაისს გამოიტანს.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი