|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ პროტესტის ნიშნად მერიის შესასვლელში პლაკატები გააკრა(Photo)

„პატრიოტთა ალიანსი- გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მიერ კანონდარღვევაზე საუბრობს. გოგი წულაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იკრძალება გარეგანათების ბოძებზე სააგიტაციო პლაკატების გაკვრა, პოლიტიკური პარტიები კანონს მაინც არღვევენ. წულაიას განცხადებით, პირველად კანონი მმართველმა გუნდმა დაარღვია.

„ქართული ოცნების“ კანდიდატები არაფრად დაგიდევენ კანონს და ქალაქში გარეგანათების ბოძებზე აკრავენ თავიანთ პლაკატებს, რაც არის დარღვევა, მაგრამ მერიას რეაგირება არ მოუხდენია. გია თევდორაძის მიერ დაწერილ განცხადებას გვიგზავნიან პასუხად. მურღულიამ ვერ მოახერხა, რომ კონტროლი გაამკაცროს“, - განაცხადა წულაიამ.

მან პროტესტის ნიშნად მერიის შესასვლელში საკუთარი პლაკატები გააკრა,  რაც დაცვამ მალევე ჩამოხსნა.

მერიაში კი განმარტავენ, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვინც სააგიტაციო პლაკატებს აკრძალულ ადგილზე აკრავს,  დაჯარიმდება. ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.

„მზადდება გაფრთხილება, რომელიც გადაეგზავნება ყველა პარტიას. თუ მათ 5 დღის განმავლობაში არ მოახდინეს რეაგირება და პლაკატების ჩამოხსნა, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და მოვითხოვთ მათ დაჯარიმებას, რომელი პარტიაც არ უნდა იყოს“,-განაცხადა მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით გარეგანათების ბოძებზე გაკრულ პლაკატებს ყველა უბანში შეხვდებით.

"ნიუპრესი" შემოგთავაზებთ ფოტომასალას, რომელი პარტიები არღვევენ კანონს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა