გუბაზმა ფული ვერ იშოვა და მაკრიტიკებს- ბიძინა ივანიშვილი
გუბაზ სანიკიძე მოვიდა ხელისუფლებაში, ფული ვერ იშოვა და მაკრიტიკებს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
”რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”, კოალიციის პარტნიორი იყო, უშუალოდ გუბაზისთან პირადი კონფლიქტი არასოდეს მქონია. გამოხტა და ისეც ცუდად მომიხსენიებს. ამ დროს ნახეთ მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მილიონერი უნდა გახდეს. მოვიდა პოლიტიკაში ეს კაცი, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობაც ეკავა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მაგრამ ვერ იშოვა. ახლა ესენიც ჩემს წასვლას ნატრობენ, ცუდად მომიხსენიებს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
”მე ვიყავი ლიდერი, როცა დამკვიდრდა ის ფასეულობები, რომ პოლიტიკა ფულის საკეთებელი არ არის. შენი ადგილი კარგად უნდა გაიგო. პოლიტიკაში თუ ხარ და დიდი ადგილი გიჭირავს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა, რომ კანონს პატივი სცე, შენ გაქვს. ვისაც ამას სთხოვენ, სულ ყველა გამოდის და მაგინებს”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















