მდინარე რიონის წყალსაცავების გეგმიური გარეცხვის სამუშაოები მიმდინარეობს
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ გარეცხვის სამუშაოებს ჩაატარებს. მიმდინარე წლის 21 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით მდინარე რიონში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
3 დღის განმავლობაში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის წყალსაცავებზე გეგმიური გარეცხვის სამუშაოებს ჩაატარებს, მოხდება წყალსაცავებზე მდინარის მიერ ჩამოტანალი ნაგვის გატანა-გაწმენდა. გეგმიური გარეცხვის სამუშაოების მიზანია წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, 3 დღის განმავლობაში, გუმათი-1, გუმათი-2 და რიონის ჰიდროელექტრო სადგურები გაჩერდება.
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რაც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















