"გვირილობა 2016" წყვილთა რბოლით დასრულდა (VIDEO)
ქუთაისში, "გვირილობა 2016" წყვილთა რბოლით დასრულდა. სანახაობრივი drift show და რბოლა ირაკლი აბაშიძის გამზირზე გაიმართა, რომელშიც 70-მდე ავტომრბოლელი მონაწილეობდა. ამინდის გაუარესების გამო შეხვედრა მეტად დაძაბული აღმოჩნდა. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სხვა წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ.
"ქუთაისის კვირეულის ფარგლებში მოეწყო წყვილთა ბრძოლა, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრა მეტად დაძაბული აღმოჩნდა. ასეთ ღონისძიებებს მონატრებულია ქუთაისელი მაყურებელი და ძალიან ხშირად უნდა მოეწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდია, ძალიან ბევრი მაყურებელი მოვიდა. ეს იყო დასკვნითი ღონისძიება " ,-განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ სამსახურთა უფროსის მოადგილემ მანანა მანაგაძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















