|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვრილობა 2016" -დან ორი ზებრა გადასასვლელი შეგვრჩება"

"რა შეგვრჩა დღეს 2016 წლის გვრილობიდან? ზებრა მერიის წინ, ერთ კვირაში ისიც აღარ იქნება!"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე გია გოქაძე. მისი თქმით, ბიუჯეტის ფული ჩინოვნიკთა ხუშტურებისათვის იხარჯება.

"გვირილობა თავის არსით საქველმოქმედო ხასიათის დღესასწაული იყო, გროვდებოდა თანხა ტუბერკულიოზით დაავადებულთა დასახმარებლად და სიკეთე კონკრეტული ადამიანების გასაჭირს ხმარდებოდა. მას შემდეგ, რაც კომუნიზმმა საყოველთაო მზრუნველის როლი იტვირთა, დღესასწაული ღრეობად იქცა - ადგილობრივ ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ორგანიზაციების მუშაობის "ანგარიშად" და ბიუროკრატიის გამოფენად. დღესასწაულის ძირითადი "თვალსაჩინოება" საღორიის ტყეში გამოფენილი 11 მუნიციპალიტეტის სუფრებია. ვის ვეჯიბრებით და რაში მაშინ, როცა ქალაქი შიმშილობს?

ევროპული პრაქტიკა ამ მხრივ სხვაგვარია და მერიის საქვეუწყებო სტრუქტურების პიარს არ გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობა იქ ფესტივალების გამართვის ხელშემწყობ ინსტიტუტად გვევლინება, ხშირად მხოლოდ ფესტივალების ჩასატარებელ ადგილს გამოყოფს და ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებით შემოიფარგლება.

აქ პირიქითაა, კერძო ინიციატივა ბიუროკრატიის ხუშტურებს ეწირება. მანამ, ვიდრე ქალაქში ყველაზე დიდი დამსაქმებელი ორგანიზაცია მერია იქნება, გადასახადის გადამხდელის ფული ბიუროკრატიის "სიკეთეთა" დემონსტრირებას მოხმარდება. ჩვენ სხვაგვარ ქუთაისობას ვისურვებდით, რაც მთელი ქალაქის და მისი მცხოვრებლების ზეიმი იქნებოდა და არა მერიის, საკრებულოს და გუბერნიის მაღალი თანამდეობის პირებისა. რეალურად, ამ ღონისძიებათა მოწყობა დიდი ფული ჯდება, ფული უძირო ქვევრში იყრება და ეკონომიკური ეფექტი ნულოვანია. რა შეგვრჩა დღეს 2016 წლის გვრილობიდან? ზებრა მერიის წინ, ერთ კვირაში ისიც აღარ იქნება!",- აცხადებს გია გოქაძე.

ავტორი: ირინა მაკარიძე