|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნიკეაზე, ბაზრის შესასვლელის გადაკეტვისათვის მერიის მაღალჩინოსანმა 30 ათასი ლარი აიღო" (audio)

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  გოგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციაში ადანაშაულებს. წულაიას განცხადებით, ნიკეას ბაზრობასთან შესასვლელი გზის მონაკვეთის გადაკეტვისთვის მერიის მაღალჩინოსანმა  30 ათასი ლარი აიღო. წულაია ხსენებული მაღალჩინოსნის დასახელებისგან, ამ დროისთვის თავს იკავებს.

"ნიკეაზე, ბაზრის შესასვლელის გადაკეტვისათვის მერიის მაღალჩინოსანმა 30 ათასი ლარი აიღო. ნებისმიერს შეგიძლიათ კითხოთ და გეტყვით, რომ  აქ, ეს მონაკვეთი უნდა იყოს გახსნილი. ეს იმიტომ ხდება, რომ აკეთებენ მეორე შემოსასვლელს, სადაც  შენდება  ისეთივე სავაჭრო ობიექტები, როგორიც აქ არის განთავსებული. ეს თანხა გადაიხადა ერთ-ერთი კანდიდატის მამამ. მათ სურთ კონკურენცია ასე გაუწიონ არსებულ ბაზარს“,-განაცხადა წულაიამ.

წულაია ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცის თემასაც შეეხო. მისი თქმით, ახლადრეაბილიტირებულ გზას ღვარსადენი არ აქვს გაკეთებული.

„ორ-სამ საათიანი „ქუთაისური წვიმა“  და  გზა გახდება გაუვალი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. 7 მილიონი ლარი დაიხარჯა გზის რეაბილიტაციისთვის და მომავალ წელს აპირებენ  ღვარსადენის გაკეთებას. ეს არის ფულის შოვნის ერთ-ერთი მეთოდი“,-აღნიშნა წულაიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ გოგი წულაიას უსაფუძვლო ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებენ. 

 

 

      

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა