|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორმა რეგიონში მცხოვრებ 112 წლის ქალბატონს დედის დღე მიულოცა

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად დღევანდელი დღე იმერეთის რეგიონის უხუცეს ქალბატონს მიულოცა.

თამარ ჩუბინიძე ვანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და იგი 112 წლის არის.

იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე მხარის გუბერნატორი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრა. გივი ჭიჭინაძემ და ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლეების დედებსა და მეუღლეებს დედის დღე მიულოცეს და გამძლეობა უსურვეს.

,,თქვენ ხართ გმირი დედები. აღზარდეთ შვილები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობასა და კეთილდღეობას. თქვენს გმირობასა და თავდადებაზე, დგას ჩვენი სამშობლო. გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით“-განაცხადა  გივი ჭიჭინაძემ.

ხონში მცხოვრებ 4 დაღუპული გმირის ოჯახს 500-500 ლარი გადაეცა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა