|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის მუნიციპალიტეტებმა საწვავში 1 233 977 ლარი დახარჯეს

იმერეთის მუნიციპალიტეტებმა გასულ წელს 1 233 977 ლარის ღირებულების საწვავი შეიძინა. 12 მუნიციპალიტეტის მიერ საწვავის შეძენის მიზნით გაწეული ხარჯები "ნიუპრესმა" დათვალა.

ყველაზე სოლიდური ხარჯი ამ მხრივ ქუთაისს აქვს. ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს საწვავის შესაძენად 345 140 ლარი დახარჯა.

ქუთაისის მერიის შემდეგ ყველაზე მხარჯველი მუნიციპალიტეტი თერჯოლა აღმოჩნდა. მუნიციპალიტეტმა გასულ წელს  157 995 ლარის ღირებულების საწვავი შეიძინა. 

მესამე "საპატიო" ადგილზე ვანი აღმოჩნდა. მან 12 თვეში საწვავის შესაძენად 131 913 ლარი გადაიხადა. მუნიციპალიტეტმა საწვავი პირდაპირი გზით სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან" შეისყიდა. 

მომდევნო ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტი გვევლინება, რომელმაც გასულ წელს მუნიციპალიტეტის მერიის  მფლობელობაში არსებული ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისათვის 95 699 ლარი გადაიხადა. შესყიდვა "სან პეტროლიუმ ჯორჯიასგან" განხორციელდა.

84 570 ლარი გადაიხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა. ხარაგაულმა საწავავი შპს "რომპეტროლ საქართველოსგან" შეისყიდა.

შემდეგ ადგილზეა ხონი,  მუნიციპალიტეტმა გასული წლის განმავლობაში 79 405 ათასი ლარის ღირებულების საწვავი შეიძინა. პირდაპირი გზით შესყიდვა ყოველთვიურად შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯიადან" ხდებოდა.

მხოლოდ მე-7 ადგილზე გავიდა ბაღდათი,  როგორც უკვე "ნიუპრესი" წერდა, გასულ წელს 72 483 ლარის ღირებულების საწვავი შეიძინა.  

 მას მცირედით ჩამორჩება საჩხერე. გასულ წელს საჩხერის მუნიციპალიტეტმა საწვავის შესაძენად 70 333.92 ლარი დახარჯა. ერთწლიანი ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის გზით სს"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან"გააფორმა. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს საწვავის შესაძენად 68 640 ლარი დახარჯა. მუნიციპალიტეტმა შპს"რომპეტროლ საქართველოს"მომსახურებით ისარგებლა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ საწვავის შესაძენად  63 800 ლარი გადაიხადა. მუნიციპალიტეტმა პირდაპირი შესყიდვის გზით საწვავი რომპეტროლისაგან შეიძინა. 

დაახლოებით ამდენივე დაუჯდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მაღალჩინოსნების საწვავით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტმა სს რომპეტროლ საქართველოსაგან საწვავი  სამ ეტაპად შეისყიდა და 63951 ლარი გადაიხადა.

ყველაზე ცოტა ჭიათურამ დახარჯა,მუნიციპალიტეტმა გასულ წელს საწვავისათვის 48 ათასი ლარი გადაიხადა,  საწვავი რომპეტროლისაგან პირდაპირი გზით შეისყიდა. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა