როგორ გადანაწილდა იმერეთის სამაჟორიტარო ოლქების საზღვრები?
საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად საქართველოში საარჩევნო ოლქების საზღვრები შეიცვალა. ქვეყანაში არსებული 73 საარჩევნო ოლქიდან იმერეთში ისევ 11 საარჩევნო ოლქი იფუნქციონირებს. თუმცა, შეცვლილია ოლქების საზღვრები.
მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ქუთაისს 3 ოლქი, შესაბამისად, სამი სამაჟორიტარო მანდატი მიეკუთვნა. ამისათვის იმერეთის მთავარ ქალაქს თერჯოლის სოფლების - კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ამომრჩევლის დამატება დასჭირდა.
თერჯოლის დარჩენილი ნაწილისა და ტყიბულს საზღვრებში კიდევ 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ჩამოყალიბდა. უფრო რთული გადანაწილება მოხდა ბაღდათი - ხარაგაულის სამაჟორიტარო ოლქში. საერთო დეპუტატს აირჩევენ ბაღდათის ხარაგაულის და ზესტაფონის სოფლების - ილემის, სანახშირის, შროშის, ფუთისა და ძირულის ამომრჩევლები.
დარჩენილი სოფლებით ზესტაფონი კიდევ ერთ სამაჟორიტარო ოლქს ქმნის.
სართო მაჟორიტარზე მოუწევთ შეთანხმება ვანისა და ხონის ამომრჩევლებს.
ახალი საარჩევნო სისტემა დროებითია და მისი გამოყენება მხოლოდ 2016 წლის არჩევნებზე მოხდება. თუმცა, შესაძლოა ამ სიახლემ პარტიებს შესაფერისი კანდიდატების წარდგენის პრობლენა შეუქმნას. რეგიონებში, ძირითადად, ადგილობრივებისათვის მისაღები კანდიდატურის შერჩევას ახდენენ, ასეთ შემთხვევაში, კი არც თუ ისე ადგილი იქნება ისეთი კანდიდატურების შერჩევა, რომლებიც თანაბრად მისაღები და ნაცნობი იქნებიან, ვთქვათ, როგორც ბაღდათის, ისე ხარაგაულისა და ზესტაფონის სოფლების ამომრჩეველისათვის.
ცვლილებები არ შეხებია საჩხერის, ჭიათურის და წყალტუბოს სამაჟორიტარო ოლქის საზღვრებს, რომელიც კვლავ მუნიციპალურ საზღვრებს ემთხვევა.
ავტორი: ირინა მაკარიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















