იმერეთში აგროზონის მოწყობისათვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთში აგროზონის შექმნა იგეგმება, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება.
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ინვესტიცია.
საერთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის კლასტერული მოდელი და სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში შეიქმნება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს. პროექტში მონაწილე პირებმა უნდა უზრუნველყონ მიღებულ მიწის ნაკვეთზე სასათბურე ფართის აშენება არანაკლებ 0.1 ჰა-ზე და არაუმეტეს 5 ჰა-ზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე გზის, ელექტროენერგიის, წყლის, გაზის მიყვანა.
აგროზონის მოწყობის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა ისაუბრა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















