|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს"

იმერეთში სასწავლო დაწესებულებში სწავლის დაწყების გადადების საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულის შესახებ  ქუთაისის რეგიონალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მმართველი გოჩა გიორგიძე აცხადებს. გიორგიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მიმიართიანობა მცირედით შემცირდა და სწავლის გადადებაზე საუბარი არ არის. 

 "ეპიდემიასა და სწავლის გადადების შესაძლებლობაზე არ არის საუბარი.  ეპიდემიაზე ვსაუბრობთ, როდესაც ინციდენტობა 500-ს გადაცდება, ახლა კი ინციდენტობა, რაც ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობას,  256-ია, გასულ კვირას 277 იყო, ტენდენცია კლებისკენაა"- განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

სასწავლო პროცესის განახლება 21 იანვარსაა დაგეგმილი ქუთაისის საბავშვო ბაღებში, ამიტომ ჯერჯერობით განახანგრძლივებაზე საუბარი არაა. 

რაც შეეხება სხვა ქალაქებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გახანგძრლივდება თუ არა სკოლებში არდადეგები, ამის შესახებ ინფორმაცია კვირის ბოლო გავრცელდება.

 

"იმერეთსა და ქუთაისში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობამ მცირედით იკლო"

როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი ისე, რომ ვირუსებისგან დაგვიცვას?

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა