ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა პარტია დატოვა.
ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მიდის პოლიტიკიდან. ალასანია თვლის, რომ ამ ფორმით უფრო დაეხმარება ქვეყანას. ალასანია არც მეორე ტურში აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, ის გორში მეორე ადგილზე გავიდა.
„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, მე მივიღე გადაწყვეტილება რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა... ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკადან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, დღეს პარტია დატოვა ასევე ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















