ირაკლი ალასანია წყალტუბოს სოფლების მოსახლეობას ხვდება
წყალტუბოში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია იმყოფება. ის წყალტუბოს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანთან ივანე როყვასთან ერთად სოფელ ქვილიშორს ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.
სოფელ ქვილიშორში მოსახლეობას, უკვე წლებია, სასმელი წყლის პრობლემა აქვს. როგორ ადგილობრივებმა განაცხადეს, ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის, რომელიც ფაქტობრივად, სასმელად უვარგისია.
ირაკლი ალასანია 16 საათზე სოფელ ჩუნეშს ესტუმრება და მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრას.
შეგახსენებთ, 22 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ წყალტუბოს თემში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატზე კენჭს ივანე როყვა იყრის.
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















