|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალმა დემოკრატებმა" დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს

ირაკლი ალასანიამ დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.  ზურაბ მაჭავარიანი კენჭს ბაღდათისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში იყრის.  ირაკლი ალასანია აცხადებს,  რომ დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობის ინტერების დამცველი იქნება. 

"მე კარგად ვიცი და გათავისებული მაქვს თითოეული თქვენთაგანის სატკივარი. დარწმუნებული ვარ, ჩემი საქმიანობით მოვიპოვებ თქვენს ნდობას და ერთად ვიბრძოლებთ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის"-განაცხადა მაჭავარიანმა.

ზურაბ მაჭავარიანი პროფესიით ექიმია. მას აქვს გამოცდილება ბიზნესის კუთხითაც. 

შეგახსენებთ, ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით, საარჩევნო ოლქების საზღვრები შეიცვალა. დიდი ოლქები დაიშალა, მცირე ოლქები კი გაერთიანდა. შედეგად, ბაღდათისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქი ერთ ოლქად გადაკეთდა. საქართველოში ამ დროისათვის სულ 73 საარჩევნო ოლქია დარეგისტრირებული. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა