|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა(VIDEO)

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ პარტიის საარჩევნო სიის  პირველი ოცეული დაასახელა. მისი  ოცეულის შემადგენლობა ასეთია: ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, შალვა შავგულიძე, თამარ კეკენაძე, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, თამარ ამაშუკელი, დავით ონოფრიშვილი, თამაზ შიოშვილი, ვახტანგ მჭედლიძე, თამარ კობერიძე, თეიმურაზ სალუქვაძე, ბენიამინ კასიმოვი, კოკა ფრუიძე, მიხეილ ავაქიანი, თინათინ რევაზაშვილი.

"თავისუფალი დემოკრატები" პირველი პარტიაა, რომელმაც საპარლამენტო სიის პირველ ოცეულში შშმ პირი შეიყვანა. თინათინ რევაზაშვილი სიის მე-15 ნომრად დასახელდა.  
ირაკლი ალასანიას თქმით, აღნიშნული ადამიანები ”თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ლოკომოტივი იქნება 2016 წლის არჩევნებისთვის.
”ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ისტორიული სიტყვა ვთქვათ. ”თავისუფალი დემოკრატები” პირველად გავდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე”, - განაცხადა ალასანიამ.

 

 დღეს, სპორტის სასახლეში “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა