|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ისეთ ასაკში არ ვარ, რომ გული დამწყდეს რამეზე, თუმცა მოველოდი სხვა არჩევანს "

"ქართული ოცნების" სამაჟორიტარო კანდიდატებს პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე აფასებს. ნიშნიანიძე პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

"ისეთ ასაკში არ ვარ, რომ გული დამწყდეს რამეზე, თუმცა მოველოდი სხვა არჩევანს და ამას მარტო ჩემზე არ ვგულისხმობ, შანსი მეტი მქონდა და რესურსიც. მე "ქართული ოცნების" ძველი გვარდია ვარ. სწორედ ის ვარ, რომელიც, ალბათ, პირველივე ტურში მოიგებდა. არცერთ კრიტერიუმში ისინი ჩემზე  უკეთესები  არ არიან. ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ისინიც ,,ქართული ოცნების“ წევრები არიან. პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებას ვერ ვხსნი",–აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ. 

შეგახსენებთ, ომარ ნიშნიანიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის #47 ოლქში,(რომელშიც თერჯოლის 4 სოფელი შედის), "ქართული ოცნების"  მხარდაჭერით მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას გეგმავდა. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა