|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ის მძღოლებიც დაჯარიმდებიან, რომლებმაც მხოლოდ ვიდეოკამერებთან მოუკლეს სიჩქარეს

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის  განცხადებით, მიმდინარეობს ახალი ვიდეოკამერების შეძენა, რომლებიც დააფიქსირებს ისეთ ავტომანქანებს, რომლებმაც მხოლოდ კამერასთან მოუკლო სიჩქარეს. 

”უკვე შემოდგომიდან ეს პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გვექნება დამონტაჟებული. შევიძენთ ისეთ ტექნიკას, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ჩვენს რეალობას და რომლის ფასიც უფრო მეტად იქნება მისაღები. ამ პროგრამის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ითვლის ორ კამერას შორის მანძილს და რა მანძილი უნდა დაფაროს მძღოლმა საშუალო სიჩქარით. ანუ თუ ავტომანქანამ კამერასთან შეანელა, შემდეგ მოუმატა სიჩქარეს, მეორე კამერასთან კვლავ დაამუხრუჭა და შეანელა ეს მაინც დაფიქსირდება. რაც შეეხება კამერების დაშორებებს, მანძილი იქნება რაციონალური”, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალი კამერები აღჭურვილი იქნება ანალიტიკით, რომელიც აღარ საჭიროებს ვიზუალურად შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოსახულების ყურებასა და დარღვევის ხელით დაფიქსირებას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში დამონტაჟებული კამერების უმეტესობა გამორთული არ არის, თუმცა დაახლოებით 30% -ის ფარგლებში არის კამერები, რომლებიც ან უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს. 

საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვის თემა  ქუთაისთან მომხდარი საზარელი ავტოავარიის შემდეგ გახდა აქტუალური. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა