|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი ემიგრანტები: იტალიაში მიწისძვრის ბიძგები ამ დრომდე გრძელდება

 დღეს, დილით, რომიდან 30 კილომეტრში,  ქალაქ ნურსიასთან  7'1 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა.  განადგურდა ისტორიული ტაძრები, არიან დაშავებულებიც.

 იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები პანიკაში არიან. მათი თქმით, ბიძგები ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება. 

"საშინელი შეგრძნება იყო, 51 წამი იგრძნობოდა რყევა. ბიძგები ამ დრომდე გრძელდება, ძალიან შეშინებულები ვართ აქ მყოფი ემიგრანტები",- განუცხადა "ნიუპრესს" იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა გვანცა გვალიამ.

 7'1 ბალიანი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა. 

მიწისძვრა ადგილობრივი დროით  7:40 საათზე მოხდა. მიწისძვრას რამდენიმე ქალაქში მოჰყვა შენობების ნგრება.  მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აგანცხადებით, იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა