|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანმრთელობისთვის საშიში ნახევარფაბრიკატების რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება - რეალიზაციის ფაქტზე, შპს „ფასანაური 2010“-ის დირექტორი იაგო ბიჩინაშვილი და ი/მ „თეონა ბუხრაძის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბუთხუზი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

 საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სანიტარული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისათვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების - კატლეტის, აფხაზურას, ხინკლის, ტოლმას, ბლინის, ფარშისა და ქაბაბის დამზადებას და შემდგომში მის რეალიზაციას. 

”აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლით, რაც სასჯელის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა