|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კაზინოების არსებობა ტურისტების დინებას უწყობს ხელს"

"კაზინოების არსებობა ტურისტების დინებას უწყობს ხელს", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მისი თქმით, კაზინოების არსებობას აქვს თავისი წვლილი ბიზნესში.

"კაზინოების არსებობას აქვს თავისი წვლილი და როლი ბიზნესში. მაქსიმალურად უნდა გავამკაცროთ არასრულწლოვნების შესვლა, თუმცა ბიზნესს ხელს ვერ შევუშლით. სიამოვნებით ავკრძალავდი კაზინოების არსებობას, თუმცა  ეკონომიკაში მას სერიოზული როლი აქვს. ვიცი, რომ უამრავი  ოჯახი განადგურდა, მაგრამ რა ვქნათ, ეს ბიზნესის საქმეა",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა