კობა ნარჩემაშვილი: "აბსოლუტური აბსურდია, ცოტა დამაჯერებელი ბრალდება მაინც იყოს"
აბსოლუტური აბსურდია, სრულიად უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ცოტა დამაჯერებელი ბრალდება მაინც იყოს. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა მისი ძმის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებაზე.
შეგახსენებთ, #49 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი წერეთლის განცხადებით, მათ მხარდამჭერს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობისათვის თანხა შესთავაზეს. ამ საუბარს კი ამავე ოლქში მმართველი ძალის მაჟორიტატობის კანდიდატის ძმა ესწრებოდა. „ნიუპრესის“ კითხვაზე კი მან დააკონკრეტა, რომ ეს კობა ნარჩემაშვილის ძმა ლაშა ნარჩემაშვილი იყო.
„ნიუპრესი“ კობა ნარჩემაშვილს მის პრესსამსახურთან დაკავშირების უშედეგო მცდელობის შემდეგ დაუკავშირდა, რა დროსაც მან კითხვაზე პასუხი არ გაგვცა, რაც იმით ახსნა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა. "ნიუპრესზე" გასული მასალის შემდეგ დეპუტატობის კანდიდატი თავად დაგვიკავშირდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















