კობა ნარჩემაშვილის შტაბი დავით ბაქრაძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
"დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში იცრუა"– ასეთ განცხადებას ავრცელებს ქუთაისის #49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კობა ნარჩემაშვილის შტაბი.
შტაბში აცხადებენ, რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა კადრები, თითქოს "ოცნების" აქტივისტებმა დაარბიეს 90–ე უბანი და დარბევას ხელმძღვანელობდა კობა ნარჩემაშვილის ძმა ლაშა ნარჩემაშვილი, რაც შტაბის ინფორმაციით, არ შეესაბამება სიმართლეს.
ნარჩემაშვილის შტაბი ავრცელებს ფოტოს და აცხადებენ, რომ ლაშა ნარჩემაშვილი თბილისში მკურნალობს. მომხდარის გამო შტაბში დავით ბაქრაძეს მატყუარა უწოდეს.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძემ გააკეთა განცხადება ქუთაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ლაშა ნარჩემაშვილის ხელმძღვანელობით 90–ე უბნის დარბევა მოხდა.
"ცოტა ხნის წინ ქუთაისში, ავანგარდის უბანში, 39-ე სკოლაში შევარდნილი იყო ადგილობრივი კანდიდატის, კობა ნარჩემაშვილი ძმა თანმხლებ პირებთან ერთად და ცდილობდა საარჩევნო ყუთის დაზიანებას და უბანში არეულობის მოწყობას. ჩვენი ინფორმაციით, მომავალი რამდენიმე წუთის განმავლობაში ასეთივე შევარდნები იგეგმება დარჩელსა და კორცხელში”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















