|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანია, რომელსაც ქუთაისში რაგბის მოედანი უნდა აეშენებინა, დაჯარიმდება

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სარაგბო, საფეხბურთო მოედნების მშენებლობა გაგრძელდება, თუმცა მოედნებს სლოვაკური კომპანია აღარ ააშენებს.

სამინისტრომ სლოვაკურ კომპანია Autokomodex Trnava spol.sro-თან 2016 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტანდარტული მოედანი უნდა აეშენებინა. ქუთაისში სტადიონი პარლემენტის მიმდებარედ შენდება, რომლის პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მოაწყო.
„ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების 3 პუნქტის დარღვევა გახდა: მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა სამივე ქალაქში 20 სტანდარული მოედნის საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო დადასტურებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ; მომწოდებელს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოედგინა საერთაშორისო ან საქართველოში მომუშავე ფინანსური/სადაზღვევო ორგანიზაციებისგან ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია; კომპანიას საქართველოში უნდა გაეხსნა თავისი მუდმივი დაწესებულება. 20 დეკემბერს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არ შეუსრულებია ზემოთ ხსენებული ვალდებულებები. აქედან გამომდინარე შეწყდა 2016 წლის 16 სექტემბერს გაფორმებიული ხელშეკრულება. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა"-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება ხელს არ შეუშლის ზაფხულში საქართველოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებს. 

"25 იანვარს საქართველოში იმყოფებოდა მსოფლიო რაგბის ინსპექტირების ჯგუფი. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს არსებული ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, „სლოვაკურმა კომპანია „Autokomodex Trnava“-სთან ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი გახდა მათი მხრიდან ხელშეკრულების სამი პუნქტის დარღვევა: გარანტია წარმოადგინეს სხვა ვალუტაში, დაარღვიეს პროექტის წარმოდგენის ვადები, არ გახსნეს წარმომადგენლობა საქართველოში.

ახალგაზრდული მსოფლიო თასი რაგბიში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ფეხბურთში კი საქართველო 2-15 ივლისს უმასპინძლებს. 

ჩემპიონატის ქუთაისში რაგბის ისტორიის ამსახველი წიგნი გამოიცემა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა