ბიძინა ივანიშვილი დღეს ეკონომიკურ ფორუმს მართავს
ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის "მოქალაქე" ინიციატივით დღეს კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართება.
ეკონომიკური ფორუმი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 13.00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ასევე "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები.
კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ივანიშვილმა კონფერენციაზე დასასწრებად ეკონომისტები და ოლოზიციურად განწყობილი, დაინტერესებული პირები მიიწვია, რომლებსაც თხოვს დაუსაბუთონ, თუ რისი გაკეთება იყო შესაძლებელი ბოლო 4 წლის მანძილზე და საქართველოს მთავრობამ ვერ უზღუნველყო.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















