|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კულტურაში შეტანილი წვლილისთვის იმერეთის გუბერნატორი დააჯილდოეს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში ხელოვნების ფესტივალი "ქართული სული" გაიმართა. ფესტივალი, რომლის ორგანიზატორიც ანსამბლ "ქართული ხმების" წევრი და ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძეა. ფესტივალი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ფესტივალს საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა და ყოველ წელს იმართება. ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალი წლის ბოლომდე სამ ქალაქში გაიმართება.

ქუთაისში ჩატარებული კონცერტი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მაყურებლის წინაშე არა პოლიტიკოსის, არამედ მომღერლის ამპლუაში წარსდგა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. მან ქუთაისელებს "გვირილობის" დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.

ზურაბ ჩხაიძემ დღესვე რამდენიმე ხელოვანი კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. "ქართული სულის" ჯილდოს მფლობელი გახდა იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი ზეინაბ ბურჯანაძე.

იმერეთის გუბერნატორის კონცერტს იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონცერტის მხარდამჭერი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქუთაისის მერია გახლდათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი