ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძალოსანმა იტალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
sportall.ge - ის ინფორმაციით, ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დასძლია და პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი - 2 ბრინჯაო.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა