|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ლეიბორისტებმა“ ქუთაისის მაჟორიტარებად საკრებულოს დეპუტატი და მერიის თანამშრომელი წარადგინეს

„ლეიბორისტებმა“ ქუთაისის მაჟორიტარებად საკრებულოს დეპუტატი და მერიის თანამშრომელი წარადგინეს. წარდგენა დღეს მოხდა და მას პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ესწრებოდა.

ნათელაშვილმა პარტიის პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ლეიბორისტული პარტია“ აქცენტს დასაქმებასა და განათლებაზე, ასევე ჯანდაცვაზე აკეთებს.

პარტიას ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი ეყოლება. #48-ე ოლქში საკრებულოს დეპუტატი სამსონ გუგავა იბრძოლებს, #49-ე ოლქში ირაკლი კიკვაძე, რომელიც მერიის ახალგაზრდულ განყოფილებაში მუშაობს.

კიკვაძის განცხადებით, ის ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფება.

ნათელაშვილმა ასევე იმერეთის სხვა კანდიდატებიც დაასახელა. თერჯოლა-ტყიბულში - მერაბ ჭუკურიძე, ხოლო ზესტაფონში - ზურაბ ობოლაძე.

რაც შეეხება საჩხერეს, შალვა ნათელაშვილმა 59-ე საარჩევნო ოლქში როლანდ ლაბუჩიძე წარადგინა. 

 

„ლეიბორისტების“ სააარჩევნო ნომერია 10.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა