|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლელა სებუა: "ჩემთვის კარგადაა ცნობილი ქალების პრობლემები"

ქუთაისში ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან ჯერჯერობით ერთადერთი ქალბატონია.  ლელა სებუა "ირაკლი ალასანია-  თავისუფალ დემოკრატებს" წარმოადგენს.

როგორც ლელა სებუა "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს,  მისთვის კარგადაა ცნობილი თანამოქალაქეების, მათ შორის ქალების პრობლემები.

„ჩემთვის კარგადაა ცნობილი, რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ქალაქი, საზოგადოება, ქალები, გოგონები. წლების განმავლობაში ვმუშაობდი და მხარს ვუჭერდი ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ განხორციელებულ აქტივობებს ქვეყნის მასშტაბით. ვმუშაობდი ემიგრანტი ქალების პრობლემებზე.' 

ლელა სებუას განცხადებით, პარტია, რომელსაც ქუთაისში ის წარმოადგენს,  აქცენტს ეკონომიური  გაძლიერების საკითხზე აკეთებს.  „ბოლო რამდენიმე ათეული წელი მხოლოდ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთის ბრძოლას დავუთმეთ. ახლა  კი, “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ინსტიტუციას, მობილიზდეს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის, რადგან, მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა შეძლებს გადაჭრას თითოეული მოქალაქის პრობლემა და იზრუნოს მასზე. უკეთესი ეკონომიკა განაპირობებს, ჩვენს უკეთეს  ცხოვრებას და უკეთეს  ქვეყანას!"-განაცხადა სებუამ.

ის ქუთაისში  მაჟორიტარი დეპუტატის  მანდატის მოპოვებას #49 საარჩევნო ოლქში გეგმავს.

ლელა სებუას დამთავრებული აქვს  ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა კომპანიების  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, იყო რადიოკომანია "ძველი ქალაქის" პროგრამა "ბიზნეს ავუარის" ავტორი და წამყვანი,  არის არასამთავრობო ორგანიზაცია "მიგრაციის სახლის" დამფუძნებელი. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა