"ლილი ნუცუბიძე იყო პოეტი, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა კომპოზიტორებს"
ქუთაისში ყველასათვის საყვარელი პოეტი ლილი ნუცუბიძე გაიხსენეს. "ამღერებული ლექსი’’-ამ სახელწოდების კონცერტში პოეტის მეგობრებმა და ახალგაზრდა მომღერლებმა მიიღეს მონაწილეობა. კომპოზიტორების რუსუდან სებისკვერაძისა და ნუნუ გაბუნიას საავტორო სიმღერები მაია ჯაბუამ, ეკა მამალაძემ, ნუკრი კაპანაძემ, გიორგი მეფისაშვილმა, ნინუცა ბედიაშვილმა, ქალთა ტრიომ, ,,თეატრალურის კვარტეტმა’’ და სხვა შემსრულებლებმა შეასრულეს.
ლილი ნუცუბიძე პოპულარული ქართველი პოეტია, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა. მის ლექსებზე უამრავი სიმღერაა შექმნილი. როგორც კომპოზტორი ნუნუ გაბუნია იხსნებს, მისი ლექსები იმღერება, ის თავისთავადაა მუსიკა. ლილი ნუცუბიძის პოეზია მუსიკისათვის პირველმა სწორედ მან აღმოაჩინა. როდესაც სახლში შვილის მიერ მიტანილ ლექსების კრებულში იპოვა ლექსი, რომელზედაც შექნა სიმღერა "სამშობლო ჩემო", მას შემდეგ პოეტთან მეგობრობდა და მისი შემოქმდების აქტიური მხარდამჭერი გახდა.
"მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით ქუთაისში, ლილი ნუცუბიძის ქალაქში, სადაც მისი ხსოვნის საღამო იმართება. ლილის შემოქმედება არის მუსიკა, ის იყო პოეტი, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა კომპოზიტორებს. არაერთი მისი ლექსი გადავიტანე მუსიკაში და მიხარია, რომ ქუთაისელი მსმენელის წინაშე წარვსდგებით"–განაცხადა ნუნუ გაბუნიამ.
პოეტის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ, ზოგადად ქალების სათქმელს ადარებენ მომღერლები, მათი განცხადებით, ლილი ნუცუბიძე მის ლექსებში ქალების სათქმელს ყვება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















