"თანამდებობა არ ღირს იმის ფასად, რომ ერთმანეთს თვალებში ნაცარი ვაყაროთ"
არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი გია გოქაძე გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ეს აქცია-ძალადობა არის კარგად მოფიქრებული, დაგეგმილი და ორგანიზებული კუნთების თამაში, რომლის გაგრძელების შემთხვევაში, ყველაფერი ცუდად დაგვირგვინდება“.
გოქაძე პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებასაც ეხმიანება და მას რჩევების მიღებას არა პარტიული ლიდერებისაგან, არამედ საკუთარი მამისაგან ურჩევს.
„რა გამოხატა ხალხმა და სად იყო იქ ხალხი? ხალხს ახლა, რომელსაც შიმშილი და გაჭირვება ერთდროულად უღებს კარს, მართლა ფიქრობთ, რომ ძალადობისთვის სცალია?.. მაგ თანამდებობა არ ღირს იმის ფასად, რომ ერთმანეთს თვალებში ნაცარი ვაყაროთ. მამათქვენი, ტარიელ ჭიღვარია, ჩემი ლექტორი იყო. ვცდილობდი, რაღაც გამეგო და მესწავლა მისი ლექციებიდან. გული მწყდება, რაღაც გამომრჩა სტუდენტობის დროს და, თქვენ, ხომ ის გვერდით გყავთ? მას დაეკითხეთ, კითხვა არასდროს არაა გვიან და არც სირცხვილია“, - მიმართავს გიორგი ჭიღვარიას გია გოქაძე.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
















