|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა საქართველოში წელს პირველად ამოქმედდება"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქუთაისში იმყოფება. ალექსანდრე ჯეჯელავა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტში რექტორთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის სხდომას დაესწრო. ჯეჯელავას განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვანია. მისივე თქმით,  უმაღლესი განათლების განვითარება სამინისტროს პრიორიტეტია.

"საერთაშორისო განათლების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ საერთაშორისო სტანდარტის განათლება. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებს, ამიტომ ვაპირებთ გავაგრძელოთ მსგავსი შეხვედრები და ვიმსჯელოთ იმ მნიშვენოლოვან საკითხებზე და პრობლემებზე, რაც განათლებაში არსებობს," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა საქართველოში წელს პირველად ამოქმედდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა