|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე-6 ატეესი და მე- 10 სკოლა შეყვანილია, როგორც საცხოვრებელი კორპუსები"

„ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  მდებარე მე-6 ატეესი და მე- 10 სკოლა საარჩევო სიაში შეყვანილია, როგორც საცხოვრებელი კორპუსები და 8 კორპუსის მცხოვრებელი ამავდოულად არ არის რეგისტრირებული".  ამის შესახებ დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე პარტია „პატრიოტთა ალიანსი  გაერთიანებული ოპოზიციის“ #48-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა  გრიგოლ ბახტაძემ განაცხადა.  მისი თქმით, საარჩევნო სიაში გაორებული მისამართები და არარსებული ადამიანებია დარეგისტრირებული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ამ პრობლემის არსებობის შესახებ იციან და ეთანხმებიან, რომ საკითხი მართლაც მოსაგვარებელია, თუმცა  აღნიშნული მათ კომპეტეციაში არ შედის. ეს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა.

„ეს ყბადაღებული  თემაა ყოველთვის და დროულად თუ არ მოგვარდა, ყველა არჩევნებზე ანალოგიური მოხდება. 231 ამომრჩეველი იყო ასეთი, რომელსაც არასწორად ქონდათ დაფიქსირებული საცხოვრებელი“,- აღნიშნა ოსეფაიშვილმა.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა