|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეორადი ტანსაცმლის მოვაჭრეები გაუსაძლის სამუშო პირობებს აპროტესტებენ

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეებმა შენობაში არსებული  გაუსაძლისი  პირობების  გამო აქცია   გამართეს. აქციის მონაწილეები ელემენტარულ სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით, შენობაში საპირფარეშო და წყალი არ არის, რის გამოც მუშაობა შეუძლებელია.  თუ  პრობლემა არ მოგვარდება, მოვაჭრეები მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

გაფიცულების   მოთხოვნებს მეორადი   ტანსაცმლის  ბაზრის   შენობის  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელმა  იოსებ მურუსიძემ  უპასუხა.   მისი  განმარტებით,  უკვე  დაგეგმილი  აქვთ   შენობაში   პირობების   გაუმჯობესება.   მურუსიძის თქმით,  ერთი  კვირის  განმავლობაში  ყველა  პრობლემას  მოაგვარებენ.



 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა