მეორე ტური იმერეთის 5 მუნიციპალიტეტში ჩატარდება
ცენტრალური კომისიის მიერ არჩევნების ძირითადი მონაცემები ცნობილია. ინფორმაციის თანახმად, მეორე ტური რამდენიმე ოლქში გაიმართება, მათ შორის ქუთაისის სამივე ოლქში, ასევე ზესტაფონში, ჭიათურასა და ბაღდათი-ხარაგაულის ოლქებში.
პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.
მეორე ტურის მიხედვით, არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს ხმათა უმრავლესობით და გამარჯვებული მათ შორის გამოვლინდება. მეორე ტურში არაა სავალდებულო 50%-იანი ბარიერის გადალახვა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.
შეგახსენებთ, იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ლიდერობენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















