|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო კომისიამ "სამართლიანი არჩევნების" საჩივარი განუხილველად დატოვა

არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა  და მეორე ტურის წინა პერიოდში არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველთვიურ შეხვედრაზე, რომელიც  „სამართლიანი არჩევნების“ ქუთაისის  ოფისში გაიმართა.

ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოიკვეთა, რაც ძირითადად, კომისიის წევრთა მიერ დაშვებულ შეცდომებს გულისხმობდა.

„ყველა მაჟორიტარულ ოლქში გვყავს დამკვირებლები. პირველ ტურში გამოიკვეთა დარღვევები, რაც კომისიის წევრების მიერ იყო დაშვებული“,- განაცხადა თეონა გოგიშვილმა. მისი თქმითვე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურობით არ გამოირჩევა.

დღესვე გამოქვეყნდა „სამართლიანმა არჩევნების“ ანგარიში ორგანიზაციის მიერ პირველ ტურთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში წარდგენილი საჩივრებთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით   საოლქო საარჩევნო კომისიებში 244 საჩივარი წარადგინა. აქედან 93 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, 40 - ნაწილობრივ, 90 არ დაკმაყოფილდა და 20 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული (1 საჩივარი ჯერ არ განხილულა). მათ შორის განუხილველი დარჩა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ წარდგენილი საჩივარი  ქუთაისის საოლქო კომისიაში, რისი მიზეზიც, ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად,  დამკვირვებლის არაუფლებამოსილ პირად ცნობა გახდა.

ორგანიზაცია მოუწოდებს  საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები და გასწიოს ძალისხმევა მათი აღმოფხვრის მიზნით.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა