მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა ანჟელა ორჯონიკიძემ დაუდასტურა. ორჯონიკიძის განცხადებით, პაციენტი გუშინ დაიღუპა.
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,ხოლო გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობას განაგრძობენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















