|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მილიონი სოციალურად დაუცველი საქართველოს - ბურჭულაძის დაპირება (video)

"შეიძლება ადამიანმა ამდენი ხანი, 25 წელი იმედით უყურო მომავალს და ეს მომავალი არაფრით  არ დადგეს?! ხშირად მეკითხებიან, რამ მომიყვანა პოლიტიკაში? მოკლედ გიპასუხებთ, იმედგაცრუებამ!

გუშინ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ პენსიონერებს  სწორად რომ გადანაწილებულიყო ბიუჯეტი, 250 ლარი უკვე გუშინ ჰქონოდათ. შეიძლებოდა რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ.

ჩვენ გვაქვს გეგმა: დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ ამას გავხდით ერთ მილიონს", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გუშინ, "სახელმწიფო ხალხისთვის" განმუხურში დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, სადაც ბლოკის ლიდერი სიტყვითაც გამოვიდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა