|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მინდა, მადლობა გადავუხადო ასეთი შვილების გაზრდისათვის“-ამირან ხვადაგიანი

 აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ქუთაისის ორგანიზაციამ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან ხვადაგიანი და ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩილ ნიჟარაძე პარაკლის დაესწრენ და დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს.

„აგვისტოს ომი რომ მოხდა, საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და ყოველდღ მქონდა შეხება ამ ადამიანების ოჯახებთან. არ დამავიწყდება გმირი ჯარისკაცების დედების სიტყვები. ერთ-ერთმა მითხა, რომ მისი შვილი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, მეორემ კი განაცხადა, კიდევ რომ ჰყოლოდა ვაჟი, აუცილებლად გაუშვებდა სამშობლოს კეთილდღეობისთვის. სწორედ ამ ადამიანებზე დგას საქართველო. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი შვილების გაზრდისთვის და მწუხარება გამოვთქვა დაღუპული ვაჟკაცების გამო. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდნენ ეს ადამიანები და პატივი ვცეთ მათ ხსოვნას, რომელთაც დაიცვეს სამშობლო“-განაცხადა ამირან ხვადაგიანმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა