"კულტურულ მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლი დანგრევის პირასაა"
“ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ხელისუფლებას მიმართავს, რომ დროულად მოახდინოს რეაგირება კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეტანილ მე–19 საუკუნის ძეგლზე, რომელიც დანგრევის პირასაა. აღნიშნული შენობა გალაკტიონ ტაბიძის 2 ნომერში, "წითელ ხიდთან" მდებარეობს. ცამციშვილის განცხადებით, ამავე შენობაშია განთავსებულია წყლის საქაჩი დანადგარი, რომელიც იწვევს შენობის საძირკვლის დაზიანებას.
"მიტოვებული ქუთაისი, მე-19 საუკუნის ძეგლი, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაშია დანგრევის პირასაა! შენობაში განთავსებულია წყლის საქაჩი დანადგარი, რომელიც იწვევს შენობის საძირკვლის დაზიანებას! მიმართავს ხელისუფლებას, რომ დროულად მოახდინოს რეგირება",–აღნიშნა ცამციშვილმა.
ქუთაისის მერიის პრესამსახურის განმარტებით, აღნიშნული შენობა მერიის ბალანსზე არ არის.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















