მიტოვებული სამუშაოები ქუთაისში - ანტიკორუფციული მოძრაობა ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად დაანონსა ქუთაისში ერთი წლის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. პროექტი შემოდგომაზე უნდა დამთავრებულიყო, თუმცა სამუშაოები შეჩერებულია - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძრვანელმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა.
"პროექტი ორი ხელოვნურ და ორ ბუნებრივ საფარიანი მოედნის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ფედერაციის გარდა ფიფას პროგრამა forward-ის და უეფას hattrick ის დაფინასებით ხორციელდება. ამჟამად სამუშაოები რეალურად გაჩერებულია.
მარტო ფედერაციას ადგილზე 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, გარდა ამისა პროექტი ფიფას და უეფას პროექტებიც ფინანსდება. ჩვენ ვეკითხებით ფედერაციას, მერიას და გუბერნიას რომ ვკითხოთ, რა აზრი აქვს, რომ არ აინტერესებდეთ, მოიკითხავდენ, - რატომ ვერ მოხდა პროექტის ვადებში დასრულება, რა სახის პრობლემები შეექმნათ, რატომ არ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და აკმაყოფილებს თუ არა ჩატარებული სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტებს", -განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
პარლამენტის ყოფილი შენობისა მიმდებარედ მიტოვებული სამუშაოები სავალალოდ გამოიყურება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა