"მოახლოებული საფრთხე" - სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
გარევაჭრობის პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურამ მოიმატა ქუჩაში პროდუქტი კვლავ იყიდება. გარევაჭრობის აღსაკვეთად ჯერ - ჯერობით რეგულაციები არ წესდება. სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ მოსახლეობის გაფრთხილებით შემოიფარგლება. სეს მოუწოდებს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. სააგენტოში ამბობენ, რომ ტემპერატურის მატების გამო, გარე ვაჭრობის ადგილებში განსაკუთრებით საშიშია მაღალი რისკის შემცველი სურსათის - ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.
ქუთაისში გარევაჭრობის აღსაკვეთად არაერთი აქცია მოეწყო. პრობლემაზე აქტიურად საუბრობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და აცხადებენ, რომ კანონის ცვლილების შემდეგ მოხდება გარე ვაჭრობის რეგულირება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















