|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოგვეცით მუშაობის საშუალება"

"მოგვეცით მუშაობის საშუალება"- ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ.

ჟურნალისტები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მოუწოდებენ,  პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეუშალონ. ჟურნალისტები ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობის ფაქტს გმობენ და შესაბამის ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავანგარდის დასახლებაში არსებულ 90-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგადაც "ქართული ოცნების" წევრებმა მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა