|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოგვეცით მუშაობის საშუალება"-ჟურნალისტების საპროტესტო აქცია ქუთაისში

"მოგვეცით მუშაობის საშუალება", "თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე", "არა აგრესიას ჟურნალისტებზე", "მედია ზეწოლის გარეშე", "პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია",- ამ მოთხონებით, ხვალ, 12:00 სააათზე ცენტრალურ მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართება.

მედიის წარმომადენლები ამ ფორმით, ქუთაისის 90 -ე უბანზე მომხდარ ძალადობას გააპროტესტებენ. ჟურნალისტები საქმის დროულ გამოძიებას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს 90-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუზიანდათ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისათვის დაკითხული არიან დაზარალებული ჟურნალისტები და უბანზე მყოფი პოლიციელები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა