მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს.
„მერაბ კვირიკაშვილი გუშინ გაეწერა. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად მძიმეა. ისინი გაუარესების გარეშე, რეანიმაციაში ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან", - განაცხადა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა ნაკლებად მძიმე იყო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















