ნახევრად მოწესრიგებული მემორიალი და გვირგვინები სოხუმის დაცემის გასახსენებლად
სოხუმის დაცემის დღე ქუთაისში გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად პარაკლისი გადაიხადეს. იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი მთვარობის წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს უახლესი ტრაგიკული ისტორია გაიხსენეს.
ქუთაისში იმყოფებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდნენ ის ადამიანები, რომელთაც სამშობლოს ერთიანობას თავი შესწირეს.
ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმაც. შოთა მურღულიას განცხადებით, სოხუმის დაცემა საქართველოსათვის ტრაგიკული თარიღია.
მემორიალი, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება, ავტოქარხანაში მდებარეობს. ტერიტორიას ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ მას მხოლოდ 27 სექტემბერს იხსენებენ. გათიბულია ბალახი მემორიალის ირგვლივ, თუმცა იგივე მგომარეობა არაა მიმდებარე ტერიტორიაზე და არ არის გასხლული ბზის ბუჩქები, რომელიც ალურას მიერაა განადგურებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















