მოვაჭრეების მიერ გამართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა (VIDEO)
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის“ წინ გზა გადაკეტეს. აქცია მოვაჭრეებსა და გარემოვაჭრეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც საპატრულო პოლიციამ აღკვეთა. დაკავებულია ერთ-ერთი გარემოვაჭრე. გარემოვაჭრეებს, "გრანდ მოლის" მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.
მოვაჭრეები დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ. მათი განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გარევაჭრობა არ უნდა დაუშვას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის თვითმართველობაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეების დაჯარიმების უფლება მათ არ აქვთ.
"მერია ყველაფერ აკეთებს იმისთვის, რომ აიკრძალოს გარევაჭრობა, თუმცა მათი დაჯარიმება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, ჩვენ მხოლოდ გაფრთხილების უფლება გვაქვს",-განუცხადეს "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















